სიახლეები

ფეტვიაშვილის გალერეა ბათუმში

30.05.2012
ფეტვიაშვილის გალერეა ბათუმში

დღეს, საღამოს 6 საათზე ბათუმში, კოსტავას ქუჩის #7 -ში, რუსუდან ფეტვიაშვილის გალერეა იხსნება. ცნობილია, რომ ექსპოზიცია გალერეაში პერიოდულად განახლდება.

რუსუდან ფეტვიაშვილი დაიბადა თბილისში 1968 წელს. პირველი პერსონალური გამოფენა 6 წლისამ მოაწყო. მას შემდეგ მრავალჯერ გამოიფინა, როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
მისი ილუსტრაციებით გამოცემულია წიგნები: შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” და “ქართული ზღაპრები”.
შესულია კემბრიჯის ბიოგრაფიული ცენტრის მიერ გამოშვებულ წიგნში “XX საუკუნის მსოფლიოს 2000 გამოჩენილი ადამიანი”.
ამჟამად მონაწილეობს წმინდა ოთხთავის დიდი უნიკალური ხელნაწერი ეგზემპლარის შექმნაში, რომელიც სამების საკათედრო ტაძრისთვის მზადდება. (წყარო: Burusi)

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.