სიახლეები

საოჯახო სასტუმროს ხიბლი

30.05.2012 • • 3036
საოჯახო სასტუმროს ხიბლი

დასვენების ტიპებს შორის მთავარი განსხვავება მხოლოდ ფასი არ არის. „შერატონის“ თუ სხვა რომელიმე დიდი სასტუმროს მომხმარებელი ნაკლებად ცდუნდება საოჯახო სასტუმროებით, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მყუდრო, ოჯახურ გარემოში დასვენებას არაფერზე გაცვლიან. სწორედ ეს არის ნიშა, რითაც მცირე ზომის საოჯახო სასტუმროები კონკურენტულ პირობებშიც კი ახერხებენ მიმზიდველი ფასის შენარჩუნებას.

ირმა ზოიძე

„ასე კარგად ვერსად დავისვენებ. ჩემი შვილიშვილი ექვსი წლის ხდება და ამ ხნის განმავლობაში სულ აქ დავდივართ. უკვე საერთო მეგობრებიც გვყავს, რომლებთან თბილისშიც ვკონტაქტობთ. ძაღლი მყავს. როცა მოვდივართ, ისიც მოგვყავს. ჩვენ ყველანი – მეც, მეუღლე, ქალიშვილი, შვილიშვილიც და ძაღლიც სხვადასხვანაირად ვიკვებებით. ყველას იმას მოგვართმევენ, რაც გვინდა. ამაზე უკეთესი პირობები სად შეიძლება მქონდეს? ამბობენ, ამ ფასში თურქეთშიც დაისვენებო, მაგრამ აქ მირჩევნია“, – მანანა კოპაძე დამსვენებელთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლებიც საოჯახო სასტუმროებს ანიჭებენ უპირატესობას. ის, რომ კვარიათში, სადაც ის უკვე წლებია ისვენებს, სულ უფრო მეტი მაღალსართულიანი სასტუმრო იხსნება, მას და მისი ოჯახის წევრებს დასასვენებელი ადგილის შეცვლისკენ ვერ უბიძგებს. საოჯახო სასტუმრო „კვარიათი 5“ ამ ოჯახისთვის უალტერნატივოა.

საოჯახო სასტუმროების მფლობელებიც სწორედ ამ უპირატესობას უსვამენ ხაზს, როცა ჩვეულებრივ, მრავალნომრიან და საოჯახო სასტუმროების შესახებ საუბრობენ. მათი ორიენტირი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებიც პრიორიტეტს მყუდრო, ოჯახურ გარემოს ანიჭებენ, სადაც სასტუმროს მფლობელი მასპინძელიცაა.

კონკურენციის მიუხედავად დამსვენებლების სტაბილურ რაოდენობას „კვარიათის 5“-ში მენეჯერი, ლამზირა შერვაშიძეც ადასტურებს. მისი თქმით, ამ სასტუმროში უკვე წლებია, ნაცნობი ადამიანები დადიან. მართალია, სეზონი წელს შარშანდელთან შედარებით გვიან დაიწყო, მაგრამ ამინდის გაუმჯობესებასთან ერთად დამსვენებელიც გამოჩნდა. ზოგადად კი კვარიათში, სასტუმროების მფლობელების თქმით, შარშანდელთან შედარებით დამსვენებლების ნაკლებობაა. ამის ძირითად მიზეზად კი ფესტივალები და კონცერტები მიაჩნიათ, რომლებიც ბათუმში იმართება. თუმცა ისინი, ვისაც მშვიდი გარემო უნდათ, საოჯახო სასტუმროებს მიმართავენ.

სასტუმრო „კვარიათის“ მფლობელმა ასლან სირაძემ უკვე რამდენიმე წელია თავისი ტურისტული სახლი სასტუმროდ გადააკეთა. ამბობს, რომ ეს მასთან შეუთანხმებლად მოხდა: „2002 წელს გავაკეთე სასტუმრო. ერთ-ერთი პირველი დასასვენებელი სახლი იყო კვარაიათში, 2007 წლამდე ასეც იყო რეგისტრირებული – ტურისტული სახლი კვარიათი. ერთ დღესაც მოვიდნენ და მითხრეს, თქვენ სასტუმროდ გადაკეთდითო, ეტყობა, მაშინ ასე აწყობდათ. მირჩევნია ისევ საოჯახო სასტუმრო მქონდეს, მაგრამ ვინ მკითხა?“

„კვარიათის“ მფლობელი ამბობს, რომ ახალმა სტატუსმა მას ბევრი პრობლემა შეუქმნა. ერთ-ერთი პრობლემა კი გამკაცრებული პირობებია, რასაც ვერც  მფლობელის მეუღლე ნელი სირაძე ეგუება – „წარმოგიდგენიათ, ჩემი ოჯახის წევრები ვეღარ მიმიღია საკუთარ სახლში. მეუბნებიან, ეს სასტუმროა, სახლი კი არაო. შვილებსა და შვილიშვილებს არ აქვთ საშუალება, მოვიდნენ და დაისვენონ. ისე ვერ გავუმასპინძლდები, ფული თუ არ გადავიხადე“.

სწორედ ამიტომ სურს ქალბატონ ნელის სასტუმრო გაყიდოს. გასულ წელს ისინი საგადასახადომ 29 ათასი ლარით დააჯარიმა. ასლან სირაძე ამბობს, რომ ხელშეკრულების გაუფორმებლობის გამო დაზარალდა. ახლა მას სურს ფიქსირებული გადასახადი გადაიხადოს, რაც საშუალებას მისცემს სულ საგადასახადოს თანამშრომლების მოლოდინში არ იყოს: „გასულ წელს მოვიდნენ და ნომერი მთხოვეს. ჩვეულებრივად თანხაც ავიღეთ, ქვითარიც ამოვუბეჭდეთ. მერე გაგვიცხადეს, საგადასახადოს თანამშრომლები ვართ და დაგვიბრუნეთ ფულიო. ვერ დავუბრუნებდით და არც იყვნენ ღირსი, მაგრამ მაშინ ჩვენთან ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკი ისვენებდა და ვუთხარით რაც მოხდა. მან გვითხრა, ახლა დაუბრუნეთ, შემდგომში როგორც გინდათ, ისე მოიქეცითო“.

„კვარიათის“ მფლობელს სურს, კვლავაც საოჯახო სასტუმროდ ფიქსირდებოდეს. რადგან საოჯახო სასტუმროებს არჩევნის საშუალება აქვთ, შეუძლიათ კვადრატული მეტრის მიხედვით გადახადონ გადასახადი, ან კიდევ მოგებიდან დაიბეგრონ. ლამზირა შერვაშიძე: „მაქსიმალურად ვცდილობთ ჩვენი კლიენტების სურვილების გათვალისწინებას. შარშან გვითხრეს, კარგი იქნებოდა ბავშვებისთვის პატარა აუზი ყოფილიყო ეზოშიო და გავაკეთეთ. რამდენიმე ოთახს აივანი არ ჰქონდა. წელს დიდი ხარჯი გავწიეთ და გვინდა ეს ყველაფერი გასავალში დავაფიქსიროთ, შემდეგ უკვე შევხედავთ, რა აჯობებს“.

ტურისტული სკოლის ხელმძღვანელი ზვიად ელიზიანი ადასტურებს, რომ საოჯახო სასტუმროებს გაცილებით მეტი უპირატესობა აქვთ, ვიდრე ჩვეულებრივ სასტუმროებს: „ამ დრომდე, საკანონმდებლო დონეზე, საოჯახო სასტუმროების შესახებ რაიმე კონკრეტული დოკუმენტი, რითაც შეიძლება სტატუსის თემა რეგულირდებოდეს, არ არსებობს. ამიტომაც თუ ვინმეს დღეს სურს საოჯახოდ რეგისტრაცია, პრობლემა არ უნდა იყოს“.

გადაბეჭდვის წესი