ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელისათვის 2 წლით პატიმრობის შეფარდებას.
„ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელისთვის ორწლიანი პატიმრობის გამოტანილი სასჯელი არაპროპორციულია და სერიოზულ საკითხებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემს წინა მოწოდებას ხელისუფლებისადმი – გაათავისუფლონ იგი და მოვუწოდებ, უზრუნველყონ ჟურნალისტების თავისუფლად და არასაჭირო ჩარევის გარეშე მუშაობა, გამოხატვის თავისუფლების უფლების სრული პატივისცემით“ – წერს მაიკლ ო’ფლაერტი.
დღეს, 6 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს სისხლის სამართლის წესით.






