სიახლეები

ორი განცხადება ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

30.05.2012 • • 1040
ორი განცხადება ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით

დაახლოებით 40 წუთის წინ, ბიძინა ივნიშვილის ოფიციალურ გვერდზე ფეისბუქში ეკა ბესელიას განცხადება განთვსდა, რომლითაც საჯაროო რესტრის ხელმძღვანელის განცხადებას ეხმაურება: „ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის“. ბესელია ამ ფაქტს აფასებს როგორც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ ანგარიშსწორებად. ივანიშვილის ადვოკატი ბესელია ითხოვს იმ სამართლებრივი აქტის ჩაბარებას, რომლის საფუძველზეც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის სტატუსი შეეწყვიტა. უცვლელად გთავაზობთ დღეს გავრცელებულ ორივე განცხადების სრულ ტექსტს.

ეკა ბესელიას განცხადება

“ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და ამის დამადასტურებელია შემდეგი დოკუმენტები:
1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 10 ივნისის განკარგულება #484 ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
2. საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა – გაცემული 2006 წლის 7 მარტს.
3. საქართველოს პასპორტი – გაცემული 2006 წლის 13 მარტს.
4. საქართველოს პასპორტი – გაცემული 2011 წლის 29 ივნისს.
5. ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრირებულია ბოლო მონაცემებით, მათ შორის 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მონაცემებით.
ბიძინა ივანიშვილმა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვა 2004 წელს. საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანოა საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ზემოხსენებული სააგენტოს წარდგენის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას ბრძანებულებით ან განკარგულების ფორმით. მოქალაქეობის შესახებ კანონის თანახმად, დადგენილია პასუხისმგებლობა მოქალაქეობის საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო მოხელეთა არაკომპეტენტური და უკანონო მოქმედებების გამო.
“ამ დრომდე ბიძინა ივანიშვილს არ ჩაბარებია არანაირი სამართლებრივი დოკუმენტი მოქალაქეობის დაკარგვის თაობაზე. თანახმად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლისა, აღიარებულია დაინტერესებული მხარის უფლება, მონაწილეობა მიიღოს იმ საკითხების განხილვაში, რომელიც ადგენს, ცვლის, ზღუდავს ან აუქმებს მის უფლებებსა და მოვალეობებს. ასეთ პირს ეძლევა საკუთარი მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობა.
იმავე კოდექსის 98-ე მუხლი ადგენს, დაინტერესებული მხარის მიერ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებას, ასევე, უზრუნველყოფილია ადმინისტრაციული წარმოების მასალების გაცნობის უფლება. მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე არ არის ინფორმირებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი და, შესაბამისად, უცნობია, რა სამართლებრივი გადაწყვეტილებაა ამ დროისთვის მიღებული მის მოქალქეობასთან დაკავშირებით.
ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება წარმოების წესების უგულვებელყოფით, შემაჯამებელი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველია. ამდენად, ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქეა და სახელმწიფო სტრუქტურების უკანონო მოქმედება ან მოვალეობათა შეუსრულებლობა შესაბამისი ორგანოების მხრიდან ხელისუფლებისავე პასუხისმგებლობას იწვევს.
რაც შეეხება ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის არჩევანს, მან ეს არჩევანი გააკეთა, როდესაც საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისთვის განაცხადა 7 ოქტომბერს, რომ უარს ამბობს საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქეობაზე და მზად არის ჩააბაროს პასპორტები შესაბამისი პროცედურით. ხელისუფლება ვალდებულია ნაცვლად პოლიტიკური ანგარიშსწორების დაუშვებელი მეთოდების გამოყენებისა, მოიხმოს გონიერება და ნუ დააყენებს საკუთარ სურვილს კანონზე მაღლა.
ჩვენ ვითხოვთ მკაფიო და კონკრეტულ განმარტებას და ამავდროულად სამართლებრივი აქტის ჩაბარებას, რის საფუძველზე და რა სამართლებრივი ფორმით გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ არ არის ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოქალაქე”.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხელმძღვანელის, გიორგი ვაშაძის განცხადება
“საქართველოს ყველა მოქალაქე სარგებლობს თანასწორი უფლებებითა და მოვალეობებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, იქნება ეს რიგითი მოქალაქე, მდიდარი ან ღარიბი ადამიანი, თუ პრეზიდენტი ან მათი ოჯახის წევრები.
ჩვენ ადრეც არაერთხელ მოგვისმენია ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური შინაარსის შემცველი გამოსვლა, თუმცა, 2011 წლის 7 ოქტომბერს მის მიერ გავრცელებული განცხადება შეიცავდა ჩვენთვის საგულისხმო ახალ ინფორმაციას მის მიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების თაობაზე – კერძოდ, 2004 წლის შემდეგ, ანუ მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის მოქალაქეობის მოპოვების შესახებ.
სწორედ ეს გარემოება წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ავტომატურად შეწყვეტის საფუძველს, რაც კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით განხორციელდა”.

გადაბეჭდვის წესი