პიაცას აქციონერები წლის ბოლომდე უნდა გამოჩნდნენ
ვინ არის ირაკლი სამხარაძე, რა ბიზნესაქტივებს ფლობს, რა კავშირი აქვს ხელისუფლებასთან და რამდენად რეალურია, რომ მან სესხით მოახერხა პიაცას ყიდვა ერთი წლის წინ? ეს კომპლექსი მისი საკუთრებაა თუ სხვისი? კითხვებს, რომლებიც პიაცას გაყიდვის დღიდან აინტერესებს საზოგადოებას, ირაკლი სამხარაძე „გაზეთ ბათუმელების“ მკითხველებს თავად პასუხობს.
– ბატონო ირაკლი, პიაცას რა ნაწილი შეიძინეთ და ეს ბიზნესი არის თუ არა მომგებიანი?
– პიაცაზე რა ფართობია ჩვენს საკუთრებაში, ციფრებში არ მახსოვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს მანდ რა პრობლემაცაა. პიაცაზე რაც მოედნის გარშემოა, ყველა ჩვენი ჰგონიათ. არადა, პიაცაზე ორი უზარმაზარი სახლი, რომელიც თითქმის ნახევარია პიაცას მთელი ფართობის, ჩვენ არ გვეკუთვნის. ვიღაც დოლიძის კერძო საკუთრებაა. ასევე სხვას – ვინმე ასლანიკიანს ეკუთვნის პიაცაზე 400 კვადრატამდე ფართობი. მოედანიც არაა ჩვენი – სახელმწიფოსია. ფაქტობრივად, ჩვენს საკუთრებაშია – აივანი, კოშკი და მოედნის ქვემოთ კამარები რაც არის, ის მიწა.
რაც შეეხება მომგებიანობას. პიაცა ჩვენთვის გრძელვადიანი ბიზნესია. რატომღაც მიჩნეულია, რომ გადასარევი უძრავი ქონება შევიძინეთ. გადასარევს, ამ შემთხვევაში, სიმბოლური დატვირთვა აქვს. წარმოიდგინეთ 11 მილიონს ვიხდით, ვარემონტებთ და რას ვაკეთებთ? – ვხსნით ბარს და რესტორნებს. ბათუმში რა შემოსავალი უნდა მომცეს ამ ბარებმა, რომ კარგ ბიზნესად მივიჩნიო.
– მაშინ რატომ შეიძინეთ, საქველმოქმედო აქცია იყო თქვენი მხრიდან?
– გვინდოდა საქართველოში რაღაც შეგვეძინა და შევიძინეთ. იმედი გვაქვს, ამუშავდება ის ობიექტები, რაც გავხსენით. სტრატეგიულად ბათუმს კარგი ბიზნესმომავალი აქვს. თუმცა, პიაცას რომ დაეხარბოს კაცი, როგორც კარგ ლუკმას – ბიზნესის თვალსაზრისით ასეთი არაფერია.
– კომპანია, რომელმაც პიაცა შეისყიდა, 100%-იანი წილით თქვენ გეკუთვნით. არადა საკუთრებაზე საუბრისას მრავლობით ფორმას იყენებთ. ვინ არიან დანარჩენები?
– თვითონ ის ფაქტი, რომ პიაცა ვიყიდეთ, არ არის სწორი. ფული სრულად ჯერ არ გადაგვიხდია. ამ დროისათვის მხოლოდ 2 მილიონ 200 ათასი გვაქვს დაფარული. ასევე საუბარი იმის შესახებ, რომ 17 მილიონი დაუჯდა სახელმწიფოს პიაცას მშენებლობა და ჩვენ იაფად – 11 მილიონად მოგვყიდეს, არალოგიკურია. ჩვენ პიაცას ნაწილი გვეკუთვნის და ესეც რომ არა, მყიდველი რა შუაშია ხარჯებთან. რაც შეეხება პარტნიორებს – პიაცით დაინტერესებულია ინვესტორთა ჯგუფი. მათგან ერთ-ერთი მე ვარ.
– რამდენი პროცენტი გეკუთვნით, ვინ და რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან თქვენი პარტნიორები?
– ზუსტად ახლა მიდის მოლაპარაკება ვინ როგორი წილობრივი მონაცემებით შემოვა. პარტნიორების ვინაობას ვერ გეტყვით. არიან, ასე ვთქვათ, სუფთა უცხოელები და ჩემნაირი უცხოელებიც. არ არის ყველა რუსეთის მოქალაქე. ზოგიერთი სხვა ქვეყანაში მოღვაწეობს.
– ჩვენი მთავრობა საქართველოდან უცხოეთში წასულ ბიზნესმენებს ინვესტიციების განხორციელებას სთავაზობს. თქვენ ამ მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ან ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრები თუ გქონიათ?
– ხელისუფლებისგან ქონებას როცა ყიდულობ, ცხადია შეხება გექნება. შეხვედრები მხოლოდ აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მქონდა – როცა კონტრაქტის შედგენაზე მიდიოდა მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ. მანამდე, ზამთარში ვიყავით ბათუმში. ბევრი ხალხი ჩავიყვანეთ – ბანკირები, ბიზნესმენები. ვაჩვენეთ რაღაც ობიექტები – მოვიწონეთ თავი ასე ვთქვათ. მოლაპარაკებებიც იყო, რა შეიძლებოდა შეგვეძინა. ყველაზე კაი ვარიანტად პიაცა მივიჩნიეთ.
– ძნელი დასაჯერებელია…
– ეჭვებს რა ბადებს… იყიდებოდა პიაცა და ვიყიდეთ. რა, ვინმეს უნდოდა ყიდვა და დაუშალეს? კი ბატონო, კაი ფასი – მეტი გადამიხადონ და მივყიდით.
გარწმუნებთ, რომ არავითარი კავშირი ჩვენ ხელისუფლებასთან არ გვქონია. ეს მითებია. კომპანიის სახელზე და მის აუქციონამდე დაფუძნებაზეც ერთი ამბავია ატეხილი, რაც თავისთავად არაფერს ნიშნავს. წლის ბოლომდე ჩვენ გადავიხდით ყველაფერს და მერე გამოჩნდება აქციონერებიც წილობრივი მოცემულობით.
– კონკრეტულად რა ბიზნესი გაქვთ რუსეთში. იქ აღარ მოღვაწეობთ?
– წინა კვირას ჩამოვედი მოსკოვიდან. საკუთარი ბიზნესი არ მაქვს, დაქირავებული თანამშრომელი ვარ. თუმცა არა ვარ ისეთი დაბალი რანგის მენეჯერი იმ კომპანიაში, რომ ყოველ დღე ოფისში ვიყო. ვერც იმის საჭიროებას ვხედავ, დავაზუსტო რუსეთში სად ვმუშაობ. საქართველოშიც, პიაცა პირველი ბიზნესპროექტია.
– ბათუმში როცა ჩამოდიხართ, სად ცხოვრობთ?
– ბათუმში ჩემი კერძო საკუთრება არ გამაჩნია. ჩემი უახლესი ნათესავი ჟორდანიას ქუჩაზე მარტო ცხოვრობს და მასთან მივდივარ.
– 11 მილიონად ყიდულობთ პიაცას და ბათუმში ოჯახთან ერთად თვეების განმავლობაში იტალიურ ეზოში, კეთილმოუწყობელ საცხოვრებელ სახლში ნათესავთან ცხოვრობთ?
– 11 მილიონად მე ხომ არ მიყიდია სულ?
– მინიმუმ 2 მილიონი ხომ გადაიხადეთ?
– არა. მე არც ეს გადამიხდია, ბანკის სესხია. ამ ბიზნესში მე მაქვს გარკვეული პროცენტი და ამასთანავე, ვარ დირექტორი. ესეც რაღაცას ნიშნავს.