Batumelebi | თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო – Batumelebi
RU | GE  

თინა ხიდაშელი : საჩხერეში რეპრესიები დაიწყო

თინა-ხიდაშლი-საჩხერეში-რ

თინათინ ხიდაშელმა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით კვლავ საგანგებო განცხადება გააკეთა. ბრიფინგს ეროვნული კომიტეტის წევრი, საჩხერის რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ინგა ზაბახიძეც ესწრებოდა. გთავაზობთ განცხადებიდან რამდენიმე ფრაგმენტს,რომლიც რესპუბლიკური პარტიის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.

თინათინ ხიდაშელმა ისაუბრა საჩხერის რაიონში მიმდინარე პროცესებზე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ დაიწყო ნაციონალურმა მოძრაობამ.

პრესკონფერენციაზე საჩხერის რაიონის საკრებულოს რესპუბლიკელმა წევრმა და ოპოზიციური ფრაქციის წარმომადგენელმა ინგა ზამბახიძემ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადების შემდეგ საჩხერის რაიონში ადგილობრივ მოსახლეობაზე გაუგონარი რეპრესიები დაიწყო.

მისი განცხადებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ დაიბარა სკოლის ყველა პედაგოგი და დირექტორი და მოსთხოვა, უარი თქვან ყველა ტიპის შემოწირულობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა.

რაიონში შეჩერდა ბიზნესმენის მიერ დაწყებული რამდენიმე პროექტი; მაგალითად შეჩერებულია ხე-ტყის შეტანა, მოსახლეობას მასალა აღარ მიეწოდება, რომლითაც საცხოვრებელი სახლები უნდა გადაეხურათ.

ინგა ზამბახიძის განცხადებით, მას აქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დაიბარეს საჩხერის საფეხბურთო გუნდის წევრები და მოსთხოვეს, რომ უარი თქვან ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებაზე.

საჩხერის რაიონული საკრებულოს რესპუბლიკელი წევრის განცხადებით მუქარა ხორციელდება წვრილ მეწარმეებზეც.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge