მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან

24.02.2025
ახალი მონაცემები სამხედრო დანაკარგებზე ომში – 3 წელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 24 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 868 230 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
  • ტანკი – 10 177 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 21 157 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 23 626 ერთეული [+44]
  • MLRS – 1 299 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 081 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 645 ერთეული [+217]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 38 444 ერთეული [+110]
  • სპეცტექნიკა – 3 757 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 656 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 44 263 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 596 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 713 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 521 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 980 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 32 059 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, არ აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას ათწლეულის განმავლობაში, მაგრამ არ დაუშვებს, რომ უკრაინის ტერიტორიაზე ხელისუფლებაში რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი იყოს.

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: