სიახლეები

ზვიად ქორიძე „ტელეარხ 25“-ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის

30.05.2012
ზვიად ქორიძე „ტელეარხ 25“-ს თვითრეგულირების ორგანოში უჩივის

ზვიად ქორიძე

ჟურანლისტმა ზვიად ქორიძემ დღეს „ტელეარხ 25“-ის თვითრეგულირების ორგანოში საჩივარი შეიტანა. ზვიად ქორიძე საჩივრით ითხოვს, ტელეკომპანია „25-ე არხმა“, საკუთარ ეთერში მიუთითოს, რომ ინტერნეტ-ტელევიზია „ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემით დაირღვა „მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ მე-17 მუხლით დადგენილი სტანდარტი.

„ობიქტივის“ 9 მარტის გადაცემა, რომელიც „ტელეარხ 25“-ის ეთერში გადაიცა, ეძღვნებოდა ბათუმში „აზიზიეს მეჩეთის“ მშენებლობის საკითხს და  ბათუმის „პრესკაფეში“ ამავე თემაზე გამართულ დისკუსიას. საჩივრის ავტორი „ტელეარხ 25“-ისგან ეთერში გასული მოსაზრებების უარყოფს ითხოვს.

ზვიად ქორიძის აზრით, ამ გადაცემაში„საზოგადოებას არ მიეწოდა მოსაზრებათა ფართო სპექტრი; მოხდა მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტირება; საავტორო პროგრამის წამყვანი გამოხატავდა საკუთარ მოსაზრებას, რითიც ხელყო პროგრამის მიუკერძოებლობა“.

საჩივარის ავტორი წერს: „გადაცემაში მე, ზვიად ქორიძე არაერთხელ მომიხსენიეს, როგორც ამ დისკუსიის მონაწილე და ორგანიზატორი…“ საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ ამ დისკუსიის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ იყო და არა თვითონ, როგორც ეს „ობიექტივმა“ გადასცა.

ზვიად ქორიძე საჩივარში წერს, რომ ჟურნალისტმა ირმა ინაშვილმა პირდაპირ ეთერში მას რამდენჯერმე მიმართა: „ის… აცხადებს, რომ ამ დისკუსიაში საუბარი იყო „მათზეც“ (სავარაუდოდ „ობიქტივზე“) და მხოლოდ ეს ჰქონდა მხედველობაში, როცა აღინიშნა რომ ხელისუფლება გააქტიურდა. ანუ ამ შემთხვევაში ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ მე ხელისუფლების ინტერესებს ვატარებდი.

წამყვანმა ისევ ამოჭრილად და კონტექსტის დარღვევით მოახდინა ჩემი მოსაზრებების ციტირება: „ცაკლეული მეჩეთის აშენებით თურქეთი ვერ განახორციელებს ექსპანსიურ პოლიტიკას“, რასაც თან მოჰყვა წამყვანისა და გადაცემის სტუმრის (სოსო მანჯავიძე) განმარტება, რომ ეს არის ბრძოლა „ფასეულობებსა და ფასეულობის არქონას შორის“. აქვე განაცხადა ბატონმა მანჯავიძემ, რომ იგი ასეთ ლიბერალებს „ლიბერასტებს“ და „მანქურთებს“ ეძახის… ხოლო გადაცემის წამყვანი, იმის ნაცვლად, რომ შეინარჩუნოს მიუკერძობლოება და ობიექტურობა, აძლიერებს ამ სუბიექტურ შეფასებებს“.

საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ წამყვანის მიკერძოება ვლინდება სატელეფონო ზარების დროსაც. „ის (წამყვანი) არა თუ ემიჯნება მაყურებელთა სუბიექტურ პოზიციას, საკუთარი შეფასებებით ეთანხმება და ამძაფრებს უარყოფითი შეფასებების მუხტს“.

ზვიად ქორიძე თავის საჩივარში იმასაც ასაბუთებს, თუ რატომ უჩივის ტელეარხ 25-ს და არა „ობიექტივს“: „მიუხედავად იმისა, რომ ტელეკომპანია „25-ე არხი“ არ აწარმოებს და მხოლოდ ეთერში უშვებს ინტერნეტ-ტელევიზია „ობიექტივის“ გადაცემას, აღნიშულ გადაცემაში ქცევის სტანდარტების დარღვევაზე პასუხისმგებელი არის ტელეკომპანია „25-ე არხი“, რადგან „ობიექტივის“ გადაცემა წარმოადგენს თქვენი ტელეკომპანიის მიერ გამოქვეყნებულ მასალას და, შესაბამისად, გამოქვეყნებულ მასალაზეც პასუხისმგებლობასაც სრულად იზიარებთ.

„ტელეარხ 25“-ის ხელმძღვანელმა გია სურმანიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ საჩივრის თაობაზე კონსულტაციებს იურსტებთან გაივლის. გარდა ამისა, უახლოეს დღეებში ზვიად ქორიძისა და ირმა ინაშვილის პირდაპირ ეთერში მიწვევას აპირებს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.