მთავარი,სიახლეები

ომის შედეგად უკრაინაში 12 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

21.02.2025
ომის შედეგად უკრაინაში 12 600-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა – გაერო

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყებიდან დღემდე 12 654-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაიღუპა.

ამავე პერიოდში 29 392 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა ან დაიჭრა.

მონაცემები დღეს, 21 თებერვალს, უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა დანიელ ბელმა გაავრცელა.

სტატისტიკაში დასახელებულ მსხვერპლთა 84% ცხოვრობდა უკრაინის მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, 16% – რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დანიელ ბელი ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის რეალური რაოდენობა ოფიციალურ მაჩვენებელზე მეტია.

მოხსენების თანახმად, 2024 წელს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი 30%-ით მეტი იყო, ვიდრე 2023 წელს იყო დაფიქსირებული. გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისია უკრაინაში ამ მოვლენას უკავშირებს ბრძოლის გააქტიურებას და რუსეთის მიერ საჰაერო ბომბების, მოკლე დისტანციური დრონებისა და შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების უფრო აქტიურ გამოყენებას.

გაერომ გამოთვალა, რომ ნაღმები და სამხედრო საბრძოლო მასალის ნარჩენები უკრაინის ტერიტორიაზე 139 000 კვადრატულ კილომეტრზეა განლაგებული. „ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მშვიდობიან მოსახლეობას“, – ამბობს დანიელ ბელი.

___________

ფოტოზე: ბოროდიანკა, უკრაინა. 2022 წლის 3 მარტი. ადგილობრივებს კუბო მიაქვთ ქალაქის დაბომბვის ფონზე. ფოტო: EPA/ALEXA YAKUBOVICH

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: