უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 863 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 190]
- ტანკი – 10 134 ერთეული [+14]
- ჯავშანტექნიკა – 21 112 ერთეული [+14]
- საარტილერიო სისტემა – 23 410 ერთეული [+63]
- MLRS – 1 291 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 078 ერთეული [+6]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 26 021 ერთეული [+160]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 064 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 37 961 ერთეული [+136]
- სპეცტექნიკა – 3 752 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 655 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 44 007 უპილოტო საფრენი აპარატი
- 594 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 534 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 518 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 883 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 846 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე






