უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 14 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 855 480 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
- ტანკი – 10 057 ერთეული [+17]
- ჯავშანტექნიკა – 20 910 ერთეული [+16]
- საარტილერიო სისტემა – 23 115 ერთეული [+81]
- MLRS – 1 282 ერთეული [+4]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 066 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 224 ერთეული [+152]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 37 252 ერთეული [+156]
- სპეცტექნიკა – 3 745 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 653 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 43 247 უპილოტო საფრენი აპარატი
- 592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 515 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 627 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 528 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო ლიდერებს აფრთხილებს, არ ენდონ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მზაობას ომის დასრულების შესახებ: