სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 თებერვალი

13.02.2025 •
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 854 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 250]
  • ტანკი – 10 040 ერთეული [+17]
  • ჯავშანტექნიკა – 20 894 ერთეული [+23]
  • საარტილერიო სისტემა – 23 034 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 278 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 063 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 25 072 ერთეული [+153]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 063 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 37 096 ერთეული [+168]
  • სპეცტექნიკა – 3 744 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 13 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 653 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 43 247 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 21 314 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 515 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 21 627 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 31 528 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: