უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 853 030 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150]
- ტანკი – 10 023 ერთეული [+9]
- ჯავშანტექნიკა – 20 871 ერთეული [+27]
- საარტილერიო სისტემა – 22 976 ერთეული [+53]
- MLRS – 1 276 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 061 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 370 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 331 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 24 919 ერთეული [+164]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 057 ერთეული [+1]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 36 928 ერთეული [+121]
- სპეცტექნიკა – 3 742 ერთეული [+1]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 12 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 653 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 43 045 უპილოტო საფრენი აპარატი
- 592 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 21 299 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 514 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 21 567 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 31 492 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
ზელენსკი: პუტინს ტერიტორიების გაცვლას შევთავაზებ
აშშ-ის ხაზინის უფროსი კიევში ჩადის უკრაინის იშვიათ მინერალებზე მოლაპარაკებებისთვის – ბლუმბერგი