სიახლეები

“კალაძესთან არ ვურთიერთობ, ის ჩემთვის არ არსებობს” – შევჩენკო

11.02.2025
“კალაძესთან არ ვურთიერთობ, ის ჩემთვის არ არსებობს” – შევჩენკო

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი ანდრეი შევჩენკო ამბობს, რომ ის კახი კალაძესთან აღარ ურთიერთობს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული სპორტული გამოცემა ავრცელებს.

შევჩენკო ამბობს, რომ მხარს უჭერს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომელთანაც „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე ღია პოლიტიკურ კონფრონტაციაში იმყოფება.

„მე არ ვეკონტაქტები კალაძე. მე ვუჭერ მხარს ჩვენს პრეზიდენტს. კალაძე ჩემთვის არ არსებობს“, – თქვა ანდრეი შევჩენკომ.

ანდრეი შევჩენკო ახლა უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელია. მან დღეს, 11 თებერვალს, გამართა პრესკონფერენცია. სწორედ ამ პრესკონფერენციაზე დაუსვეს მას კითხვა კახი კალაძის შესახებ.

თბილისის მერი, ყოფილი ფეხბურთელი კახა კალაძე და ანდრეი შევჩენკო თანაგუნდელები იყვნენ ჯერ კიევის „დინამოში“ და შემდეგ „მილანში“.

ანდრე შევჩენკო რამდენჯერმე იყო ჩამოსული საქართველოში და მხარს უჭერდა კახა კალაძეს უკვე პოლიტიკოსის რანგშიც.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.