ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2025 წლის მაისის ბოლომდე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება რუსთაველის ქუჩაზე – ალექსანდრე გრიბოედოვისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში.

ამავე პერიოდში კი, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ რუსთაველის ქუჩის ჩაკეტვა [გრიბოედოვისა და თავდადებულის ქუჩებს შორის მონაკვეთში] ორშაბათიდან, 10 თებერვლიდან იგეგმება.

შესაბამისად, სავარაუდოდ, ასევე 10 თებერვლიდან ორმხრივი მოძრაობა იქნება ნინოშვილის, გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზეც.

ჭავჭავაძის ქუჩა. ბათუმი/9.02.2025

ტრანსპორტის მოძრაობის ცვლილება და რუსთაველის ქუჩის ჩაკეტვა ამავე ქუჩაზე დაგეგმილ სამუშაოებს უკავშირდება.

ამ თემაზე: რუსთაველის ქუჩაზე მერია ქვაფენილის აყრას და ასფალტის დაგებას გეგმავს.

ამ დროისთვის [9 თებერვალი] აღნიშნულ ტენდერებში გამარჯვებულ[ებ]თან გაფორმებული ხელშეკრულებები შესყიდვების პორტალზე არ იძებნება.

რუსთაველის ქუჩის გადაკეტვის გამო იცვლება ამ მონაკვეთში მოძრავი მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის მარშრუტიც.

ვრცლად ნახეთ ამ ბმულზე:

ბათუმში ორშაბათიდან რუსთაველის ქუჩაზე მოძრავი ავტობუსების მარშრუტი იცვლება

 

მთავარი ფოტო: ბათუმი, ჭავჭავაძის ქუჩა/9.02.2025

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version