სიახლეები

ეს შენც გეხება, ანუ რა გეხება შენ?

30.05.2012 • • 1152
ეს შენც გეხება, ანუ რა გეხება შენ?

პარმენ ჯალაღონია

ავტორი: პარმენ ჯალაღონია საიასაჭარის ფილიალის თავმჯდომარე

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის არაერთი ნორმა ბუნდოვანია და მისი მრავალხრივი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რიგ შემთხვევებში კი კანონით არ არის განსაზღვრული გადაწყვეტილების მიღების პროცედურა და წესი.

კანონის თანახმად კონტროლის პალატას აქვს უფლება პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირად ცნოს იურიდიული ან ფიზიკური პირი და ამ პირებზე გავრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რაც კანონით დადგენილია პოლიტიკური პარტიისათვის, ხოლო პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნება იმდენად ბუნდოვანია და იმდენად ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა, რომ ნებისმიერი პირი შეიძლება მოექცეს პარტიასთან დაკავშირებული პირის ცნებაში.

იმ შემთხვევაში, თუ პირი ცნობილ იქნა პარტიასთან დაკავშირებულ პირად მას შეეზღუდება სამეწარმეო საქმიანობა, გარდა დამხმარე სამეწარმეო საქმიანობისა, რომლის წლიური ლიმიტი 60000 ლარს შეადგენს, შეეზღუდება სესხის/კრედიტის/გრანტის აღების უფლება.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონის თანახმად პარტიასთან დაკავშირებულად შეიძლება ცნონ იურიდიული პირი, თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული პარტიასთან, სხვაგვარად იმყოფება პარტიის კონტრილოს ქვეშ ან აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, ასევე იურიდიული პირი, რომელიც წარმომადგენლის ან სხვა პირის მეშვეობით მოუწოდებს ამომრჩეველს რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდაჭერისაკენ ან მხარდაჭერისაგან თავის შეკავებისკენ“.

კანონი ასევე განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ფიზიკური პირი მიჩნეულ იქნეს პარტიასთან დაკავშირებულ პირად, ეს არის – „პირი, რომელსაც აქვს განცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები, მასთან დაკავშირებულ პირზე, აგრეთვე მასთან საქმიანი ურთიერთობის მქონე პირზე, რომელსაც აქვს პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები, ან ახორციელებს ისეთ საქმიანობას, რომელიც გავლენას ახდენს არჩევნებში, პლებისციტსა და რეფერუნდუმში საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების გამოვლენაზე და ეს ქმედებები ხორციელდება ამ კანონის რეგულაციების გვერდის ავლით“
მოცემული ცნებების ბუნდოვანებიდან გამომდინარე პარტიასთნ დაკავშირებულ პირად პოტენციურად შეიძლება მიჩნეულ იქნას არასამთავრობო ორგანიზაცია, პროფესიული გაერთიანება, მასმედია, სამეწარმეო სუბიექტი, ასევე ნებისმიერი აქტიური ფიზიკური პირი. გაურკვეველია რას ნიშნავს გაცხადებული პოლიტიკური მიზნები და ამოცანები იურიდიული პირისათვის ან როგორ უნდა დადგინდეს პარტიასთან არაპირდაპირი კავშირი ან რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ფიზიკურ პირს აქვს თუ არა პოლიტიკური და საარჩევნო მიზნები და ამოცანები და ა.შ.

ნებისმიერი პირის სამოქალაქო აქტივობა, რომელიც გულისხმობს მშვიდობიანი შეკრებების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, სხვადასხვა დისკუსიებში მონაწილეობას ან საკუთარი პოლიტიკური სიმპატიების საჯაროდ გაცხადებას კავშირშია პოლიტიკასთან და იმის გამო, რომ საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს საჯაროდ კანინით ასეთ პირზე სანქციები არ უნდა ვრცელდებოდეს.

კანონის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ის ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქისა და ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

გადაბეჭდვის წესი