გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეიდან, 16 აპრილიდან საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება.
თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში – ბათუმში, ქობულეთში, ანაკლიასა და ფოთში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსამდე მოიმატებს.
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში თბილი, უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.