გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აპრილის 21 საათიდან 6 აპრილის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით მცირე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 13 – 18 გრადუსი სითბო
- ღამით: 6 – 11 გრადუსი სითბო
მთიან რაიონებში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 1 – 6 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 7-8 აპრილს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.