გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 ნოემბრის 21 საათიდან 27 ნოემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვა, დროგამოშვებით ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი, ზოგან 20-25 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი
- ღამით: 5 – 10 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში:
- დღისით: 2 – 7 გრადუსი
- ღამით: 2 გრადუსი ყინვა – 3 გრადუსი სითბო
ზღვაზე მოსალოდნელია შტორმული ამინდი, 5-6-ბალიანი ღელვა.
სინოპტიკოსების ცნობით, 28 ნოემბერს ღამით და დილით აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა. 28 ნომებრს, დღის მეორე ნახევრიდან კი გამოიდარებს და 29 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.






