მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი

12.10.2023
ხელვაჩაურში იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის N338-ის მიმდებარე ტერიტორიაზე იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობაა დაგეგმილი.

სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი იუსტიციის სახლს გამოცხადებული აქვს, რომლის პირობის მიხედვითაც, ფილიალის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 9 თვეში უნდა დასრულდეს.

ტენდერი იუსტიციის სახლს 26 959 642 ლარით აქვს გამოცხადებული და ამ ტენდერის ფარგლებში ხელვაჩაურის გარდა ფილიალები კიდევ 7 ადგილზე უნდა ააშენონ. ეს ადგილებია: მცხეთა, გლდანი, საგარეჯო, შროშა, ცაიში, ზოტი და ტოლები.

ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის 338-ის მიმდებარე ტერიტორია [მონიშნულია ღია მწვანე ფერით] სადაც იუსტიციის სახლის ხელვაჩაურის ფილიალი უნდა ააშენონ

პროექტის მიხედვით:

  • „ტერიტორიას დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვება საცხოვრებელი სახლი და სპორტული მოედანი. სამხრეთ აღმოსავლეთით კერძო საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთი, ხოლო ჩრდილო აღმოსავლეთით საავტომობილა გზა [ხალვაშის გამზირი]. პროექტი ითავლისწინებს ახალი მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობას. ნაკვეთზე იგეგმება საფეხმავლო ბილიკების მოწყობაც.
  • მიწის ნაკვეთზე იგეგმება ერთსართულიანი იუსტიციის სახლის მშენებლობა, გაბარიტული ზომებით 21,40 X 13.60 მეტრი.
  • შენობაში განთავსდება იუსტიციის სახლისთვის საჭირო სივრცეები, მათ შორის: მომსახურების დარბაზი, საკონსულტაციო სივრცე, საკონფერენციო დარბაზი, რწმუნებულისა და რწმუნებულის აპარატის ოთახი, არქივისა და სკაიპის ოთახები, ბიბლიოთეკა და სხვა დამხმარე სივრცეები.
  • გათვალისწინებულია პარკინგი თანამშრომლებისთვის. დაგეგმილია ტრიტორიის განათება.
  • პროექტი ითვალისწინებს შშმ-პირთა მისაწვდომობას ყველა სივრცეში, შესაბამისად გათვალისწინებულია შშმპ სან-კვანძი და ავტოსადგომი.“

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 10 ნოემბერს იწყება და 15 ნოემბერს დასრულდება.

ტენდერის პირობის მიხედვით „პრეტენდენტს 2018 – 2023 წლების პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში, დასრულებული უნდა ქონდეს ანალოგიური ტიპის სამუშაოები, (შენობის სამშენებლო სამუშაოები, რომელიც მოიცავს მიწის, საძირკვლისა და რკიბა-ბეტონის მოწყობის, გადახურვისა და ფასადის სამუშაოებს), არანაკლებ 4 ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულებაც არ უნდა იყოს 10 მილიონ ლარზე ნაკლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის ჩათვლით…“

იუსტიციის სახლის ფილიალის შენობა ხელვაჩაურში / რენდერი პროექტიდან

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: