უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 278 130 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
- ტანკი – 4 691 ერთეული [+4]
- ჯავშანტექნიკა – 8 984 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 6 447 ერთეული [+38]
- MLRS – 796 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 537 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 5 006 ერთეული [+15]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 529 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 854 ერთეული [+18]
- სპეცტექნიკა – 932 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 482 თვითმფრინავი
- 250 ვერტმფრენი
- 7 277 უპილოტო საფრენი აპარატი
- 438 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 12 218 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 157 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 598 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 13 605 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
„უკრაინელები მიადგნენ ძირითადი თავდაცვის ზღუდეს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან