უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 270 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +620]
- ტანკი – 4 599 ერთეული [+15]
- ჯავშანტექნიკა – 8 810 ერთეული [+18]
- საარტილერიო სისტემა – 5 944 ერთეული [+42]
- MLRS – 769 ერთეული [+3]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 517 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 315 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 316 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 4 697 ერთეული [+47]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 455 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 20 ერთეული [+1]
- მანქანები და საწვავის ავზები – 8 458 ერთეული [+14]
- სპეცტექნიკა – 889 ერთეული [+5]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 14 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 467 თვითმფრინავი
- 249 ვერტმფრენი
- 6 759 უპილოტო საფრენი აპარატი
- 437 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 11 826 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 150 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 6 374 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 12 982 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
რუსეთმა დროზე ადრე გადაიყვანა უკრაინაში ახალი არმიის ნაწილები – ბრიტანეთის დაზვერვა






