კომპანია „სოკარის“ ცნობით, ხვალ, 17 აგვისტოს, ბათუმისა და ქობულეთის რამდენიმე ქუჩაზე გაზის მიწოდება შეწყდება.
ბათუმში გაზი 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაეთიშებათ შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის აბონენტებს.
ასევე ბათუმში 13:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზი გაითიშება ივანე მესხის #5 ჩიხში.
ქობულეთში 12:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდება რუსთაველის #140ა აბონენტებს.
ქობულეთში გაზმომარაგება 10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეუწყდებათ, ასევე, რუსთაველის #121-ში მცხოვრებ აბონენტებს.
„სოკარის“ ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.