კომპანია „ბათუმის წყლის“ ცნობით, სათავე ნაგებობიდან წყალმომარაგების შეზღუდვის გამო ბათუმში 21:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება შემდეგ დასახლებებსა და ქუჩებს:
- თამარის დასახლებას
- ბარცხანის დასახლებას
- მახინჯაურის დასახლებას
- სოფელ წინსვლას
- სოფელ ჩაისუბანს
- სოფელ განთიადს
- აეროპორტის გზატკეცილს
- ფრიდონ ხალვაშის გამზირს
- ლეონიძის ქუჩას
- აღმაშენებლის ქუჩას
- რურუას ქუჩას
„ბათუმის წყალი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტისთვის.