უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 8 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 212 760 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +730]
- ტანკი – 3 891 ერთეული [+18]
- ჯავშანტექნიკა – 7 576 ერთეული [+16]
- საარტილერიო სისტემა – 3 668 ერთეული [+28]
- MLRS – 595 ერთეული [+1]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 355 ერთეული [+3]
- თვითმფრინავი – 314 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 299 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 234 ერთეული [+15]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 171 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 384 ერთეული [+35]
- სპეცტექნიკა – 500 ერთეული [+8]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს [განახლებულ მონაცემებს აქვე მოგაწვდით].
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებული მონაცემებით კი, ომის დაწყებიდან 2023 წლის 7 ივნისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 438 თვითმფრინავი
- 238 ვერტმფრენი
- 4 527 უპილოტო საფრენი აპარატი
- 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 9 634 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 119 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 5 034 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 10 771 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
უკრაინას აქვს ინიციატივა ფრონტის უმეტეს მიმართულებაზე – ბრიტანული დაზვერვა