უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 207 910 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +470]
- ტანკი – 3 802 ერთეული [+0]
- ჯავშანტექნიკა – 7 472 ერთეული [+3]
- საარტილერიო სისტემა – 3 460 ერთეული [+15]
- MLRS – 575 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 333 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 313 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 298 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 3 124 ერთეული [+32]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 1 107 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 6 230 ერთეული [+11]
- სპეცტექნიკა – 454 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 31 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 429 თვითმფრინავი
- 235 ვერტმფრენი
- 4 390 უპილოტო საფრენი აპარატი
- 424 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 9 345 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 103 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 4 946 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 10 574 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო
ამავე თემაზე:
რუსეთი სულ უფრო მეტად თმობს ინიციატივას – ბრიტანეთის დაზვერვა