მთავარი,სიახლეები

საქართველოში წელს თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა, გააძევეს – 55

27.04.2023
საქართველოში წელს თავშესაფარი 291-მა უცხოელმა მოითხოვა, გააძევეს – 55

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის ახალი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023 წლის პირველ კვარტალში [იანვარი-მარტი] საქართველოში თავშესაფრის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნის 291 მოქალაქე დარეგისტრირდა. ამავე პერიოდში საქართველოდან 55 უცხოელი გააძევეს.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის პირველ კვარტალში:

  • საქართველოში ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა 2 მოქალაქეს. აქედან 1 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო მეორე – დაუდგენელი მოქალაქეობის მქონე.
  • ამავე პერიოდში ჰუმანიტარული სტატუსი მიენიჭა უკრაინის 39 და ყაზახეთის 3 მოქალაქეს; იგივე სტატუსი მიენიჭა ასევე 5 პირს, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია.
  • საქართველოში სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა 153 მოქალაქეს. მათ შორის არიან რუსეთის 9, უკრაინის 2, ირანის 48, თურქეთის 21 და მიანმარის 16 მოქალაქე.
  • საქართველოში უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული იქნა 38 მოქალაქე.

2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 291 უცხოელი დარეგისტრირდა. აქედან 24 რუსეთის, 68 უკრაინის, 49 ირანის, 29 თურქეთის, 11 ინდოეთის მოქალაქეები არიან.

თავშესაფარი მოითხოვა ასევე 10-მა მოქალაქემ, რომელთა მოქალაქეობა დაუდგენელია, 2 – მოქალაქეობის არმქონეა, ხოლო 4 ორმაგი მოქალაქეობის მქონე.

საქართველოდან გაძევებულ პირთა სტატისტიკა მოქალაქეობის მიხედვით:

წყარო: შსს

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში განხილულ იქნა რეადმისიის [საქართველოში დაბრუნების] 1 196 განაცხადი, აქედან თანხმობა მიეცა 1 190 პირს [მათ შორის 273 არასრულწლოვანია].

რეადმისიის განაცხადები ქვეყნების მიხედვით:

წყარო: შსს

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: