უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 აპრილამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 187 770 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +690]
- ტანკი – 3 688 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 7 151 ერთეული [+12]
- საარტილერიო სისტემა – 2 863 ერთეული [+14]
- MLRS – 539 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 291 ერთეული [+2]
- თვითმფრინავი – 308 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 294 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 2 437 ერთეული [+24]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 911 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 5 784 ერთეული [+31]
- სპეცტექნიკა – 345 ერთეული [+6]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2023 წლის 25 აპრილამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 411 თვითმფრინავი
- 228 ვერტმფრენი
- 3 849 უპილოტო საფრენი აპარატი
- 415 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 8 849 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 094 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 4 655 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 9 762 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:






