მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 თებერვალი

11.02.2023 • 1352
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 11 თებერვალი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 136 880 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 140]
  • ტანკი – 3 267 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 6 474 ერთეული [+3]
  • საარტილერიო სისტემა – 2 270 ერთეული [+19]
  • MLRS – 463 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 234 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 295 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 286 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 997 ერთეული [+27]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 857 ერთეული [+61]
  • გემი/ნავი – 18 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 5 134 ერთეული [+8]
  • სპეცტექნიკა – 214 ერთეული [+3]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 11 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 384 თვითმფრინავი
  • 207 ვერტმფრენი
  • 3 088 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 403 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 7 826 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 015 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 4 061 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 8 326 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ეჭვი მეპარება, რომ რუსებს ბახმუტის შემდეგ რამე წარმატება ექნებათ – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: