მთავარი,სიახლეები

რუსეთის დაბომბვის შედეგად ხერსონში დედა, მამა და 12 წლის ბავშვი დაიღუპა

05.01.2023
რუსეთის დაბომბვის შედეგად ხერსონში დედა, მამა და 12 წლის ბავშვი დაიღუპა

უკრაინული მედიის ცნობით, ხერსონის ოლქში, ბერისლავში, საცხოვრებელ სახლს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა.

აფეთქების შედეგად მთელი ოჯახი – დედა, მამა და 12 წლის ბავშვი დაიღუპა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილე, კირილო ტიმოშენკო წერს ტელეგრამზე.

„ეს არის რუსეთის მთელი სიმდაბლე და სისასტიკე. დილით „საშობაო ზავის“ შესახებ საუბრობენ, ნაშუადღევს კი მთელ ოჯახს კლავენ. რა დააშავეს ცოლ-ქმარმა და მათმა 12 წლის შვილმა? ის, რომ უკრაინელები იყვნენ?

ადამიანები შობის ერთად შესახვედრად ემზადებოდნენ, მაგრამ რუსების ცინიკურმა დარტყმამ ისინი მოკლა საკუთარ სახლში“ – წერს ტიმოშენკო.

5 იანვარს რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხერსონის ოლქის ცენტრალური ნაწილი. დღეს დაბომბვის შედეგად 18 წლის ბიჭი გარდაიცვალა, არიან დაჭრილები.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: