უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 98 280 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +590]
- ტანკი – 2 987 ერთეული [+2]
- ჯავშანტექნიკა – 5 963 ერთეული [+5]
- საარტილერიო სისტემა – 1 948 ერთეული [+1]
- MLRS – 410 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 211 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 281 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 264 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 649 ერთეული [+1]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 653 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 4 579 ერთეული [+2]
- სპეცტექნიკა – 174 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაციაგანაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 344 თვითმფრინავი
- 184 ვერტმფრენი
- 2 676 უპილოტო საფრენი აპარატი
- 398 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 7 149 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 931 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 3 691 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 7 650 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
[yellow_box]გაშლილი ხელის ჩარტყმა მწარეა თუ მუშტის? უკრაინამ უნდა შექმნას დამრტყმელი დაჯგუფება – ინტერვიუ[/yellow_box]
ამავე თემაზე:
უკრაინელმა მებრძოლმა კალაშნიკოვით მფრინავი რაკეტა ჩამოაგდო: მან შეუძლებელი შეძლო – ვიდეო