მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 ნოემბერი

18.11.2022 • 829
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 18 ნოემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 83 460 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 879 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 5 808 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 1 865 ერთეული [+5]
  • MLRS – 393 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 209 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 278 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 261 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 1 536 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 480 ერთეული [+6]
  • გემი/ნავი – 16 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 4 366 ერთეული [+4]
  • სპეცტექნიკა – 161 ერთეული [+1]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით , 24 თებერვლიდან 18 ნოემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 333 თვითმფრინავი
  • 177 ვერტმფრენი
  • 2 522 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 388 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 6 689 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 895 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 595 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 7 266 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]რუსეთი ფრონტის ხაზზე უკრაინელთა მორიგი გარღვევისთვის ემზადება – ბრიტანეთის დაზვერვა[/yellow_box]

ამავე თემაზე:

უკრაინამ მიზანში ამოიღო რუსული არმიის თავშეყრის ადგილები აღმოსავლეთ ხერსონშიც – ISW

გადაბეჭდვის წესი


ასევე: