სიახლეები

ბრალდებული „მანქანის ძრავის აალების სანთლებს სხვა სასაქონლო ნიშნით ფუთავდა და ყიდდა“

20.09.2022 • 833
ბრალდებული „მანქანის ძრავის აალების სანთლებს სხვა სასაქონლო ნიშნით ფუთავდა და ყიდდა“

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში ერთი პირი მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების გზით, ავტომანქანის ძრავის აალების დაბალხარისხიან სანთლებს ფუთავდა „TOYOTA“-ს მუყაოს კოლოფებში, რომლის შემდგომ რეალიზაციასაც ახდენდა მის მფლობელობაში არსებულ, ქ. თბილისში მდებარე ავტონაწილების სავაჭრო ობიექტიდან.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია საერთო ჯამში 611 ერთეული „TOYOTA“-ს სასაქონლო ნიშნით უკანონოდ ნიშანდებული აალების სანთელი.“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2 წლამდე ვადით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: