მთავარი,სიახლეები

ბრიტანეთის უკრაინას 2,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

20.09.2022 • 978
ბრიტანეთის უკრაინას 2,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს

ბრიტანეთის ახალ პრემიერ-მინისტრს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა სურს. უკრაინული მედიის ცნობით, დამატებითი ინფორმაცია ამ დღეებში გაირკვევა, როდესაც გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ლიზ ტრასი მომავალი წლის განმავლობაში უკრაინისთვის მსხვილი ფინანსური დახმარების გამოყოფას აპირებს.

უკრაინული მედია ეყრდნობა ბრიტანულ Financial Times-ს, რომელიც წერს, რომ წლევანდელის მსგავსად, ლონდონი უკრაინას 2023 წელსაც გაუწევს სულ მცირე 2,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (2,6 მილიარდი დოლარი) ფინანსურ დახმარებას, თუმცა შესაძლებელია ეს თანხა გაიზარდოს კიდეც.

ბრიტანეთის ახალი პრემიერი ლიზ ტრასი, დღეს, 20 სექტემბერს, ნიუ იორკში ჩადის. მისთვის ეს პირველი საერთაშორისო ვიზიტია პრემიერის რანგში. ტრასის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ოთხშაბათს, 21 სექტემბერს ელოდებიან.

„დიდი ბრიტანეთი მომავალში გააგრძელებს თქვენს (უკრაინელთა) მხარდაჭერას ამ გზის ყოველ ეტაპზე“, – მიმართა უკრაინას ლიზ ტრასმა შტატებში გამგზავრებამდე.

დიდი ბრიტანეთი აშშ-ის შემდეგ უკრაინის ყველაზე დიდი სამხედრო დონორია – 2022 წელს ქვეყანამ უკრაინას 2,3 მილიარდი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარება გაუწია. ბრიტანეთმა უკრაინას გადასცა ასობით რაკეტა, 5 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 120 ჯავშანმანქანა და სხვა სამხედრო ტექნიკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: