მთავარი,სიახლეები

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 სექტემბრის მონაცემები

13.09.2022 • 1320
რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 13 სექტემბრის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 53 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +350]
  • ტანკი – 2 175 ერთეული [+7]
  • ჯავშანტექნიკა – 4 662 ერთეული [+22]
  • საარტილერიო სისტემა – 1 279 ერთეული [+10]
  • MLRS – 311 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 165 ერთეული [+3]
  • თვითმფრინავი – 244 ერთეული [+1]
  • ვერტმფრენი – 213 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 904 ერთეული [+1]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 233 ერთეული [+17]
  • გემი/ნავი – 15 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 3 469 ერთეული [+6]
  • სპეცტექნიკა – 117 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებული მონაცემებით, 24 თებერვლიდან 13 სექტემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 293 თვითმფრინავი
  • 154 ვერტმფრენი
  • 1 944 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 374 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 4 900 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 834 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 3 385 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი
  • 5 506 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების საერთო რაოდენობის შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

[yellow_box]უკრაინამ სამხრეთში 500კმ2 ტერიტორია დაიბრუნა – გუმენიუკი[/yellow_box]

ამ თემაზე:

ხარკოვში უკრაინის დამცველები რუსეთის საზღვრამდე მივიდნენ ზოგ მონაკვეთზე – სინეგუბოვი

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: