თურქეთის რესპუბლიკის ისტორიაში რაიონის გამგებლად პირველად დანიშნეს პირი, რომელიც სომხურ თემს წარმოადგენს თურქეთში – ამის შესახებ თურქული მედია წერს.
27 წლის ბერკ აკარი ქალაქ დენიზლის ბაბადაღის რაიონის უფროსად დანიშნეს. იგი პროფესიით იურისტია.
აკარს სტამბოლში აქვს მიღებული განათლება, მან ამ ქალაქში დაამთავრა სკოლა და ბილგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
„ჰურიეთის“ ცნობით, 2019 წლის ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში დაახლოებით 67 300 სომეხი ცხოვრობს.






