მთავარი,სიახლეები

უკრაინამ „სახანძრო წესების დარღვევა“ უწოდა აფეთქებას ოკუპირებულ ყირიმში

16.08.2022
უკრაინამ  „სახანძრო წესების დარღვევა“ უწოდა აფეთქებას ოკუპირებულ ყირიმში

დღეს, 16 აგვისტოს, ბრიფინგზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების პრესმდივანმა  ოკუპირებულ ყირიმში დღეს დილას მომხდარ აფეთქებებს „სახანძრო უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა“ უწოდა.

„ამ მოვლენებთან დაკავშირებით უკრაინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელობის ოფიციალური პოზიცია არსებობს – სიგიჟეა, მოწინააღმდეგემ არ იცის როგორ გამოიყენოს ხანძარსაწინააღმდეგო ზომები. მაგრამ ჩვენ, ყველას, რა თქმა უნდა, ეს გვახარებს. არა მარტო სამხედროებს, არამედ მთელ უკრაინას“, – განაცხადა იგნატმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ „სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის“ შედეგად მტერი დაკარგავს სამხედრო აღჭურვილობასა და შემადგენლობას.

მისივე თქმით, რუსეთის დღევანდელ დანაკარგებზე ყირიმში ჯერ ადრეა საუბარი, თუმცა უკრაინულ დაზვერვას უკვე აქვს გარკვეული ცნობები. მან დასძინა, რომ მალე ინტერნეტში, სავარაუდოდ, სატელიტური ფოტომასალაც გამოჩნდება.

დღეს, 16 აგვისტოს, ყირიმის ნახევარკუნძულზე, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერაა ანექსირებული, ქალაქ ჯანკოიში, მაისკოეს დასახლების სიახლოვეს, სამხედრო საწყობში აფეთქებები მოხდა. რუსეთმა მომხდარს ამჯერად დივერსია უწოდა.

_____________________

ფოტო: ინტერფაქსი

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: