მთავარი,სიახლეები

თუ დასავლური იარაღი „დროულად მოვა“, ომი წლის ბოლომდე დასრულდება – ზელენსკი

08.07.2022
თუ დასავლური იარაღი „დროულად მოვა“, ომი წლის ბოლომდე დასრულდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულებასთან დაკავშირებით CNN-თან ინტერვიუში თავისი პროგნოზი გააკეთა და თქვა, რომ თუ დასავლური იარაღი “დროულად მივა” უკრაინამდე, კონფლიქტის საომარი ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება.

„თუ ძლიერი იარაღი ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენთან წამოვა დროზე და თუ იღბალი და ღმერთი ჩვენ მხარეს იქნება, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწევთ ამ წლის ბოლომდე და ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შეგვიძლია ამ ომის სამხედრო ნაწილი დავასრულოთ.

თუ ჩვენ ვიქნებით ძლიერი და ერთიანი, ჩვენ მივალთ იქამდე, რომ რუსეთს მოუწევს დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. ისინი დაინახავენ, რომ მსოფლიო გაერთიანებულია უკრაინის ირგვლივ. ეს დამოკიდებულია უკრაინის სიძლიერეზე, გარკვეულ გამარჯვებებზე და გარკვეულ მიმართულებებსა თუ ოპერაციებზე. თუ ეს მოხდება, ეს იქნება ძალიან ძლიერი პოზიცია, საიდანაც შესაძლებელი იქნება საუბარი. მოლაპარაკებები კი ნებისმიერი ომის ფინალური ეტაპია”, – თქვა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ამერიკულმა ტელეკომპანიამ უკრაინის პრეზიდენტთან ექსკლუზიური ინტერვიუ წუხელ გაავრცელა.

___

ომის „მალე“ დასრულებაზე გასულ კვირას ისაუბრა უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმაც. ის აცხადებს, რომ გარდამტეხი შემობრუნების მომენტს აგვისტოს დასაწყისში ელის, ხოლო ომი უახლეს მომავალში უკრაინის გამარჯვებით დასრულდება.

უკრაინულმა მედიამ ომის დასრულების თარიღის მინიშნებაზე თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს კიდევ ერთი მაღალჩინოსნის ვადიმ სკიბიცკის განმარტება გამოაქვეყნა. სკიბიცკის თქმით, უკრაინის დაზვერვას ძალიან ზუსტი ინფორმაცია აქვს რუსეთის საომარი რეზერვების შესახებ.

___

ბუდანოვის პროგნოზი ომის დასრულებაზე: წლის ბოლოსთვის აქტიური საომარი მოქმედებები განულდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: