მთავარი,სიახლეები

აგვისტოში ვნახავთ უკრაინის პირველ გამარჯვებას – ბუდანოვი

04.07.2022
აგვისტოში ვნახავთ უკრაინის პირველ გამარჯვებას – ბუდანოვი

უკრაინის პირველი დიდი გამარჯვება რუსეთთან ომში აგვისტოში იქნება, ზამთარში კი აქტიური საომარი მოქმედებების ტემპი შენელდება – მიიჩნევს უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„ზაფხულში, აგვისტოში, ჩვენ უნდა დავინახოთ რაღაც ნაბიჯები ჩვენი მხრიდან. შემდეგ, ზამთრისპირას, ტემპი უნდა შენელდეს. ტემპი [საომარი მოქმედებების] ახლაც შენელებულია, სინამდვილეში. რუსები გამორჩევით ესხმიან თავს ორ ადგილს, მათ არა აქვთ ძალა და შესაძლებლობები ფართომასშტაბიანი შეტევისთვის,“ – აცხადებს ბუდანოვი.

მან ასევე დასძინა, რომ ზაფხულის ბოლოს მსოფლიო ნახავს უკრაინის პირველ გამარჯვებებს, მაგრამ საქმე ეხება პირველ გარდატეხას ომში.

„აგვისტოში ჩვენ ვნახავთ, მთელი მსოფლიო ნახავს უკრაინის პირველ გამარჯვებებს. პირველ გარდატეხას. წლის ბოლოს აქტიური საომარი მოქმედებები საკმაოდ შემცირდება. მაგრამ ეს არ იქნება დასასრული, სწორად უნდა გაიგოთ, რასაც ვამბობ“ – აღნიშნა ბუდანოვმა.

რაც შეეხება საკითხს, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში, კირილ ბუდანოვმა თქვა, რომ ომი შეიძლება ჩაითვალოს დასრულებულად, როდესაც უკრაინა 1991 წლის საზღვრებს მიაღწევს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: