მთავარი,სიახლეები

ლისიჩანსკის შემდეგ რუსეთი მთლიანად დონეცკის ოლქზე გადაერთვება – ბრიტანეთის დაზვერვა

04.07.2022
ლისიჩანსკის შემდეგ რუსეთი მთლიანად დონეცკის ოლქზე გადაერთვება – ბრიტანეთის დაზვერვა

ლისიჩანსკის დაკავების შემდეგ, რუსეთი მთელ თავის ძალისხმევას, სავარაუდოდ, მიმართავს დონეცკის ოლქისკენ, რომლის საკმაოდ დიდ ნაწილს კვლავ უკრაინელები აკონტროლებენ. დონბასისთვის ბრძოლა მომავალ კვირებშიც გაგრძელდება – ასეთ პროგნოზს აკეთებს დიდი ბრიტანეთის დაზვერვა 4 ივლისის რელიზში.

უწყება აღნიშნავს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს ლისიჩანსკი, ერთადერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ლუგანსკის ოლქში, რომელსაც ბოლო დღეებამდე უკრაინა აკონტროლებდა.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის რელიზში ასევე ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს უკრაინის სოფლის მეურნეობის სექტორისთვის გამანადგურებელი ზიანის მიყენებას:

„ომმა სერიოზულად შეაფერხა ფერმერებისთვის აუცილებელი  თესლისა და სასუქის მიწოდება. ოდესის ბლოკადა კი კვლავაც ხელს უშლის უკრაინული ხორბლის ექსპორტს. ამის გამო, 2022 წელს უკრაინის ექსპორტი, სავარაუდოდ, 2021 წლის საერთო მოცულობის მხოლოდ 35 % იქნება.“

როგორც დაზვერვა მიუთითებს, „კუნძულ ზმეინის დატოვების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ ექსპორტის გაუმჯობესების თვალსაზრისით „ბურთი ახლა უკრაინის მოედანზეა“, თუმცა სინამდვილეში, სწორედ რუსეთის ქმედებები აღრმავეს გლობალურ სასურსათო კრიზისს“.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვა უკრაინის მოვლენებზე სადაზვერვო ცნობარს ყოველდღიურად აქვეყნებს. 3 ივლისის რელიზში უწყება ხერსონში არსებულ ვითარებაზე წერდა და აღნიშნავდა, რომ იქ რეფერენდუმის ჩატარებას რუსეთი 2022 წლის შემოდგომაზე გეგმავს.

მთავარი ფოტო: საცხოვრებელი კორპუსი ლისიჩანსკსში/ფოტო: ukrinform

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: