მთავარი,სიახლეები

მშვიდობისთვის ჩვენ გვჭირდება იარაღი – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

16.06.2022 • 848
მშვიდობისთვის ჩვენ გვჭირდება იარაღი – უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი

„ჩვენ გვჭირდება სამი რამ მშვიდობისთვის: იარაღი, იარაღი და იარაღი“, – განუცხადა გერმანულ „დოიჩე ველეს“ უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ. მან გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

პოროშენკოს თქმით, საუბარია ტანკებზე, ჰაუბიცებზე, საზენიტო რაკეტებსა და რეაქტიულ გამანადგურებლებზე.  მეორე „იარაღი არის ემბარგო და სანქციები“ და მესამე, აუცილებელია რუსეთის „დეპუტინიზაცია“, – განაცხადა უკრაინის ექსპრეზიდენტმა.

გერმანულ მედიასთან მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო იტერვენციის დასრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის მომავლისთვის. მისივე თქმით, არის რუსეთის სხვა ქვეყნებში შეჭრის შესაძლებლობა.

„ვინ იცის? ეს შეიძლება იყოს ევროპის ნებისმიერი სახელმწიფო“, – თქვა მან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: