სიახლეები

ვიბრძვით სევეროდონეცკის ყოველი სანტიმეტრისთვის – გაიდაი

08.06.2022 • 1702
ვიბრძვით სევეროდონეცკის ყოველი სანტიმეტრისთვის – გაიდაი

„სევეროდონეცკში სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, ჩვენი დამცველები იბრძვიან ქალაქის ყოველი სანტიმეტრისთვის“ – დაწერა  ტელეგრამზე ლუგანსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ, დღეს, 8 ივნისს.

ბოლო კვირებია ქალაქ სევეროდონცეკში ცხარე ბრძოლა მიმდინარეობს. რუსებმა ჯერ შეძლეს დაეკავებინათ ქალაქის 70 პროცენტი, თუმცა რამდენიმე დღეში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მათ უკან დახევა აიძულეს.

სერგეი გაიდაიმ დღეს მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ და არ გაუფუჭონ განწყობა უკრაინელ ჯარისკაცებს.

„არავინ აპირებს სევეროდენცკის დათმობას“ – წერს გაიდაი.

მისივე ინფორმაციით, რუსი ჯარისკაცები არ აკონტროლებენ ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტს, მაგრამ ისვრიან.

„რაშისტების გეგმები არ შეცვლილა, მათ 10 ივნისამდე სევეროდონეცკის დაკავება სურთ…. გარდა ამისა, ორკები კვლავ გეგმავენ მდინარე სევერსკი დონეცის გადაკვეთას შეტევისთვის ხიდის შესაქმნელად,“ – წერს გაიდაი.

__________________________

ფოტოზე: სევეროდონეცკი, ლუგანსკის ოლქი, უკრაინა. ფოტო: EPA-EFE/STR

გადაბეჭდვის წესი


ასევე: