მთავარი,სიახლეები

რუსმა სამხედრომ უიარაღო ცოლ-ქმარი საკუთარ ეზოში დაცხრილა – ხერსონის პროკურატურა

02.06.2022
რუსმა სამხედრომ უიარაღო ცოლ-ქმარი საკუთარ ეზოში დაცხრილა – ხერსონის პროკურატურა

ხერსონის ოლქის სოფელ ვისოკოპოლიეში რუსმა სამხედრომ ცოლ-ქმარს თავიანთი სახლის ეზოში ესროლა, რის შედეგადაც ისინი დაიღუპნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

ხერსონის პროკურატურის ინფორმაციით, შემთხვევა პირველ ივნისს მოხდა. ცეცხლსასროლი ჭრილობების შედეგად კაცი და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურა აცხადებს, რომ მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს, რომლებიც კრძალავს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.

ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს კონტრშეტევები ხერსონის რეგიონში. 30 მაისს უკრაინის გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილების წარმატებული შეტევის დროს დამპყრობლებმა განიცადეს ზარალი და უკან დაიხიეს ხერსონის ოლქის ნიკოლაევკას დასახლებიდან.

______________

ფოტოზე: რუსი ჯარისკაცები ხერსონში. ფოტო: EPA-EFE/SERGEI ILNITSKY

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: