24 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 599 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით 7 პაციენტი გარდაიცვალა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 599 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 287 შემთხვევა, აჭარაში – 19, იმერეთში – 72, ქვემო ქართლში – 20, შიდა ქართლში – 36, გურიაში – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 43, კახეთში – 41, მცხეთა-მთიანეთში – 10, სამცხე-ჯავახეთში – 5, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 20.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, 24 მარტის მდგომარეობით საქართველოში კოვიდსტატისტიკა ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1 644 711 , ბოლო 24 საათში – 599
- მათ შორის, გამოჯანმრთელებული – 1 608 441 , ბოლო 24 საათში – 3 846
- მათ შორის, გარდაცვლილი – 16 688 , ბოლო 24 საათში – 7
- ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 22 532, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 307, PCR ტესტით – 2 225
- დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,66%, ბოლო 14 დღის – 5,73%, ბოლო 7 დღის – 4,18%
- სულ აცრილია – 2 848 368, დღიურად აცრილია – 1 521
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 739
საქართველოში, 2021 წლის ივლისის შემდეგ, კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი [3 გარდაცვალება] 23 მარტს დაფიქსირდა.
ამ თემაზე:
50 და მეტი წლის მოქალაქეები 200 ლარს აპრილშიც მიიღებენ – პირველი დოზით აცრის შემთხვევაში