გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 23 მარტის 21 საათიდან 24 მარტის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.
იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 8 – 13 გრადუსი
- ღამით: 1 – 6 გრადუსი
შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:
- დღისით: 3 – 8 გრადუსი სითბო
- ღამით: 1 – 6 გრადუსი ყინვა
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 25-26 მარტს, აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში კი – თოვა.
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზის თანახმად, ბათუმში ორშაბათს, 28 მარტს, გამოიდარებს, მარტის ბოლოდან კი ბათუმში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და შედარებით დათბება.






