უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განახლებული ინფორმაციით, 6 მარტის დილის მდგომარეობით, რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის არმიის დაახლოებითი საბრძოლო დანაკარგებია:
- პერსონალი – 11 ათასზე მეტი ადამიანი,
- ტანკები – 285 ერთეული,
- BBM – 985 ერთეული,
- საარტილერიო სისტემები – 109 ერთეული,
- MLRS -50 ერთეული,
- საჰაერო თავდაცვის საშუალებები – 21 ერთეული,
- თვითმფრინავი – 44 ერთეული,
- ვერტმფრენები – 48 ერთეული,
- საავტომობილო აღჭურვილობა – 447 ერთეული,
- მსუბუქი ჩქაროსნული კატარღები – 2 ერთეული,
- საწვავის ავზები – 60,
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიული და ტაქტიკური დონე – 4.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები მუდმივად იცვლება.
რუსეთმა, თავის მხრივ, გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის მიყენებულ ზიანზე, რომლის მიხედვითაც, გაანადგურეს 2200-ზე მეტი სამხედრო ობიექტი, 69 მოიერიშე მიწაზე და 24 — ჰაერში, ასევე, ასეულობით ტანკი და სამხედრო მანქანა. რუსეთს ჯერ არ განუახლებია მონაცემები თავისი დაღუპული ჯარისკაცების შესახებ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ოფიციალური ცნობების მიხედვით, უკრაინაში დაწყებულ ომს 500-მე რუსი ჯარისკაცი ემსხვერპლა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას, შეიჭრა და მას შემდეგ განუწყვეტლივ ბომბავს როგორც სამხედრო ობიექტებს, ისე მშვიდობიან მოსახლეობას. უკრაინაში შეჭრას წინ უძღოდა სეპარატისტული რეგიონების – ლუგანსკისა და დონეცკის აღიარება. რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში შეჭრის მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
ამავე თემაზე:
ბოლო 24 საათში უკრაინა 118 ათასმა ადამიანმა დატოვა, 11 ათასი კი დაბრუნდა






