მთავარი,სიახლეები

ვგეგმავთ სისხლის დონაციას უკრაინის დასახმარებლად – ხუნდაძე

01.03.2022
ვგეგმავთ სისხლის დონაციას უკრაინის დასახმარებლად – ხუნდაძე

დღეს, პირველ მარტს, საქართველოს პარლამენტში პარლამენტის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ მოქალაქეებს დღეიდან შესაძლებლობა ექნებათ სისხლი ჩააბარონ უკრაინის დასახმარებლად.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მასშტაბურად დავგეგმოთ სისხლის უანგარო დონაციის აქცია უკრაინელთა დასახმარებლად.

სისხლის ჩაბარება შეუძლიათ პარლამენტის წევრებსაც. პარლამენტში ამისთვის გამოყოფილია სივრცე ბ კორპუსში, 0 17. 0 18, 0 19 ოთახებში“ – თქვა ხუნდაძემ.

მისი თქმით, შესაძლოა სისხლის დეფიციტს უკრაინას სხვა მეზობელი ქვეყნები უვსებს, „მაგრამ ქართველებმა უნდა გავუგზავნოთ საკუთარი სისხლი მხარდაჭერის ნიშნად“.

„მივმართავ ჯანდაცვის სამინისტროს, ორგანიზება გაუკეთოს ქვეყნის მასშტაბით სისხლის ჩაბარების პუნქტებს“ – განაცხადა მან.

ხუნდაძის თქმით, უმრავლესობის დეპუტატებმა საკუთარი სახსრებიდან უნდა შეაგროვონ თანხა, რომლითაც შესახვევ მასალებს შეიძენენ და გააგზავნიან უკრაინაში.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: