მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

11.02.2022 • 1833
როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 თებერვლის 21 საათიდან 12 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 9 – 14 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 1 – 6 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 13 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა, მომდევნო 2 დღეს კი – უმეტესად უნალექო ამინდი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: