მთავარი,სიახლეები

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

24.01.2022 • 2783
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 იანვრის 21 საათიდან 25 იანვრის 21 საათამდე ბათუმში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, სანაპირო რაიონებში – ნალექი.

მთაში კვლავ მოთოვს.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0 – 2 გრადუსი სითბო

შიდამთიან რაიონებში:

  • დღისით – 3-8 გრადუსი სითბო
  • ღამით  0 – 2 გრადუსი ყინვა

მაღალ მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 3 – 8 გრადუსი ყინვა
  • ღამით: 7  – 12 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 26 იანვარს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი, 27-28 იანვარს კი სანაპირო რაიონებში კვლავ ნალექია მოსალოდნელი თოვლ-ჭყაპის სახით, მთიან აჭარაში კი – თოვა.

_________

ფოტოზე: ზამთარი ბათუმში. თამილა ხალვაშის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: