ბათუმის მერიაში საკადრო ცვლილებებია. ბათუმის ვიცე-მერის პოსტზე ლევან დავითაძე დანიშნეს და შეიცვალა რამდენიმე სამსახურის ხელმძღვანელი.

საკადრო ცვლილებების შესახებ დღეს, 13 დეკემბერს, ისაუბრა ბრიფინგზე ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.

საკადრო ცვლილებების თანახმად:

  • „ბათუმის წყლის“ დირექტორი ალექსანდრე მჟავანაძე იქნება, რომელიც აქამდე მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი იყო.
  • ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს აკაკი ბერიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ამავე სტრუქტურაში მოადგილის პოზიციას იკავებდა.
  • ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა დავით დიასამიძე, რომელიც აქამდე გამწვანების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
  • გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა თამაზ სალუქვაძე, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო.
  • ბათუმის სპორტული ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე დაინიშნა თემურ ხასია. 
  • საცხენოსნო კლუბს უხელმძღვანელებს დურსუნ ბერიძე.

„დარწმუნებული ვარ, ამ გუნდთან ერთად ჩვენ ბევრ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ,“ – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.

 

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version